წარმატებული მასწავლებლის
როლი ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში
წარმატებული მასწავლებლად გახდომისათვის ბევრი შრომა
და ძალისხმევაა საჭირო. პროფესიული თვალსაზრისით მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს.
საინტერესოა, როგორი მასწავლებლები მოსწონთ ხშირად მოსწავლეებს. ერთი მარტივი კრიტერიუმით
შეიძლებოდა განგვესაზღვრა მასწავლებლის წარმატებულობა. როგორია ბავშვის თვალით დანახული
მასწავლებელი?
მასწავლებლის შეფასების საუკეთესო ვარიანტი პატარების
მიერ დანახული კარგი-ცუდის პრინციპია. როგორც წესი, ლამაზი მასწავლებელი მათთვის უმნიშვნელოვანესი
ფიგურაა. მაგრამ მაღალი კლასების მოსწავლენი მასწავლებლის სიკარგეს მისი პროფესიონალიზმისა
და მოსწავლეებთან დამოკიდებულებით განსაზღვრავენ.
პრობლემაა,
რომ თავისი საგნის პროფესიონალი მასწავლებელი
ხშირად არღვევს ეთიკის ნორმებს. მის მიერ გამომჟღავნებული
აგრესია, უსამართლობა ცუდად აისახება მოსწავლის ფსიქოლოგიაზე.
"მასწავლებელმა,
უპირველეს ყოვლისა, მოზარდის სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება..
მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით.
დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია, იგი გაცილებით მეტს გრძნობს,
ვიდრე ჩვენ გვგონია...(ილია II)
მოსწავლეებსა და მასწავლებელს საკმაოდ დიდი დროის მანძილზე
უწევთ ურთიერთობა. ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს ერთგვარი მოდელი იმისა, რასაც მოითხოვს
მოსწავლეებისაგან. დავიწყოთ მასწავლებლის როგორც პროფესიონალის შეფასება.
როცა მასწავლებელი
თავისი საგნის პროფესიონალია, ეს ერთგვარად არის მისაბაძი მოსწავლეთათვის, ეს არის
საუკეთესო საშუალება საგნის სიღრმისეულად სწავლებისა, მაგრამ ამასთან, იკვეთება მეორე
უმნიშვნელოვანესი საკითხი. ვიდრე უშუალოდ საგნის პროფესიონალიზმზე ვისაუბრებდეთ, განვიხილოთ
როგორ ხდება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
კონკრეტული საგნისადმი. ამ შემთხვევაში მასწავლებლის პიროვნული თვისებები თამაშობს
უდიდეს როლს. ჰუმანურ, კეთილ, გულისხმიერი, სამართლიან და შრომისმოყვარე მასწავლებელსნ
შეუძლია უდიდესი წვლილის შეტანა მოსწავლის
პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, რამეთუ აღზრდის მთავარ მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენს. ამგვარად, წარმატებული მასწავლებლის
მიერ მოსწავლის ნამდვილ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში მასწავლებლის მაღალპროფესიონალიზმი
და კარგი პიროვნული თვისებები ურთიერთპროპორციულია
No comments:
Post a Comment